ატოპიური დერმატიტი

მთავარი / ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი - ფართოდ გავრცელებული კანის ერთ-ერთი დაავადებაა განვითარებული ახალშობილებსა და ბავშვებში, რომელიც ძირითადად იწყება დაბადების პირველი 6 თვის განმავლობაში და არც თუ იშვიათად მოზრდილობის ასაკშიც გასტანს. ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს მემკვიდრული წინასწარგანწყობა ალერგიისადმი, გამონაყარის ასაკობრივი მორფოლოგია, განვითარების სტადიურობა და ქრონიკული რეციდიული მიმდინარეობისადმი მიდრეკილება.

ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა, მოზრდილთა. ყოველ მათგანს დამახასიათებელი თვისობრივი ნიშნები ახასიათებს. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება დაბადებიდან 2 წლამდე. დამახასიათებელი ლოკალიზაცია: სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები, შესაძლოა ტანზე გავრცელდეს. ახასიათებს სისველე, განვითარებული ქერქები, კანის სიმშრალე. ხშირად მწვავდება დამატებითი კვების დაწყებისას და კბილების ამოჭრის პროცესში. ბავშვთა ფორმას (2-12 წელი) ახასიათებს უპირატესად კიდურების მომხრელ ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე გამონაყარის არსებობა. ახასიათებს ჰიპერერმია და კანის შეშუპება, ლიქენიფიკაცია (კანის სურათის გასქელება და გაძლიერება), პაპულა, ფოლაქები, ეროზია, ნახეთქები, ნაკაწრები, ქერქები.ზრდასრულთა ფორმაში გამოყოფენ მოზრდილთა (18 წლამდე) ფორმას. მოზარდთა პერიოდში შესაძლოა როგორც გამონაყარის გაქრობა (ძირითადად გარდატეხის ასაკში), ასევე დერმატიტის მკვეთრი გამწვავებაც დაზიანების ფართობის გაზრდით, სახისა და ყელის ჩართვით (წითელი სახის სინდრომი), დეკოლტეს არეზე და ხელის მტევანზე, მაჯის გარშემო და იდაყვის ფოსოში.

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515