ვიტილიგო

მთავარი / ვიტილიგო

ვიტილიგო — კანის დაავადება, დერმატოზი,რომელიცგამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები. დაავადების გამომწვევად ითვლება კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვა მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები:

  • ფსიქიკური ტრავმები;
  • ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;

სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია. დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. დეპიგმენტირებულ უბნებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ვიტილიგო არ არის გადამდები დაავადება.

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515