როზაცეა

მთავარი / როზაცეა

როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ – პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის.

როზაცეა – პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში – ოვარიულ დისფუქციას. პროცესის პროვოცირებას იწვევენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები (მზე, ქარი, ყინვა, ცხელ საამქროებში მუშაობა).

როზაცეა – კლინიკური სურათი. ზიანდება მხოლოდ სახის კანი; სებორეულ ფონზე წარმოიქმნება მყარი დიფუზური სიწითლე (ერითემა) ტელეანგიექტაზიებით. ერითემის გაჯერება იცვლება. შედეგად მის ფონზე ჩნდება წვრილი, კაშკაშა წითელი ფერის პაპულები, რომელთა ცენტრში ფორმირდება ზედაპირული პუსტულები. გამონაყარის რეგრესის დროს ნაწიბურები არ რჩება. სუბიექტურად აღინიშნება სიცხის შეგრძნება, მსუბუქი ქავილი. მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, შესაძლებელია განვითარდეს ცხვირის კანის ხორკლიანი ჰიპერტროფია (რინოფიმა). ზოგჯერ აღინიშნება კერატიტის თანდართვა.

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415