სებორეული დერმატიტი

მთავარი / სებორეული დერმატიტი

სებორეული დერმატიტი - წარმოადგენს კანის პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ხდება კანის აქერცვლა, ვითარდება დერმატიტი, რომელიც მიმდინარეობს ცხიმოვანი ჯირკვლებისგან ცხიმის გადამეტებული პროდუქციით. სებორეული დერმატიტი ვითარდება სახეზე, სკალპზე (თავის კანი), შორისის მიდამოში, საზარდულის მიდამოში, განსაკუთრებით იქ სადაც უხვადაა ცხიმოვანი ჯირკვლები. სებორეული დერმატიტი ხშირია ახალშობილობაში და გარდატეხის ასაკში, ანუ იმ პერიოდში, როცა ცხიმის პროდუქცია ჰორმონების გავლენითაც გაძლიერებულია. ზუსტი კავშირი დადგენილი არ არის თუ რატომ და საერთოდ იწვევს თუ არა ცხიმის პროდუქცია დერმატიტს.

სებორეული დერმატიტი ახალშობილებს შორის ხშირია განსაკუთრებით თავზე, ის ჰგავს ატოპიურ დერმატიტს, ფსორიაზს. სებორეული დერმატიტის მკურნალობას წარმოადგენს დაბალი სიმძლავრის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები. სავარაუდოდ ცხიმის ჰიპერპროდუქციის შედეგად ხელსაყრელი პირობები იქმნება ბაქტერიების და სოკოების გამრავლება, შემდგომ ვითარდება კანზე ანთებითი რეაქცია. სოკოებს შორის მნიშვნელოვანია Malassezia globosa, Malassezia furfur .

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი 3515