აკნე

მთავარი / აკნე

აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება, რაც გამოწვეულია დახშობით ცხიმის საცობითა და კერატინოციტებით. განვითარებას საფუძვლად უდევს ჰორმონული დარღვევები, სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.

აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.

აკნეს განვითარების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მიკროკომედონები, რომლებიც იზრდება და დახურულ, ე.წ. თეთრ (წერტილების ან კვანძების მსგავს) და ღია, ე.წ. შავ კომედონებად იქცევა.

პაპულოზური და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები მეორეული ანთებითი ელემენტებია, რომლებსაც კომედონებში ბაქტერიების გამრავლება იწვევს. კომედონის ადგილას წარმოიქმნება 2-5 მმ დიამეტრის ვარდისფერი კვანძი - პაპულა. შემდგომი განვითარებისას მის მწვერვალზე კონუსისებრი პუსტულა ჩნდება. პუსტულის შიგთავსი, ჩირქოვანი ექსუდატი, ან ხმება და ქერქს აჩენს, ანდა იხსნება და კანის ზედაპირზე გამოდის. უკუგანვითარების შემდეგ პუსტულის ადგილას რჩება პიგმენტური ლაქა ან პატარა ნაწიბური.

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415