წესები და პირობები

მთავარი / წესები და პირობები

         შეთანხმება ელექტრონული მაღაზიის მომხმარებელთან

შეთანხმების სავალდებულო ხასიათის გათვალისწინებით, გთხოვთ, წაიკითხოთ ყურადღებით!

1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს შეთანხმება წარმოადგენს შპს „ფარმაკინეზისის“ (ს.კ.405181896) ვებ გვერდზე www.pharmakinesis.ge განთავსებულ სავალდებულო ხასიათის შეთანხმებას შპს „ფარმაცევტული სახლი +“- სა (ს.კ. 205199033, შემდგომში – გამყიდველი) და ელექტრონული მაღაზიის /ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელს (შემდგომში–მომხმარებელი) შორის.
  2. ამ შეთანხმებაში მოცემული პირობების შესაბამისად  გამყიდველი შპს „ფარმაკინეზისი“-ს (ს.კ.405181896, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თამარაშვილის 6, მე-2 სართული),  მეშვეობით მომხმარებლებისათვის ახორციელებს გაყიდვებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ - ტექნიკურ, მარკეტინგულ და საინფორმაციო მომსახურებას, მომხმარებლებისათის ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული იმ პროდუქციის მიწოდებას, რომელიც მათ მიერ არის შეკვეთილი. შპს “ფარმაკინეზისი” წარმოადგენს გამყიდველის მომსახურე კომპანიას (შემდგომში - მომსახურე კომპანია);
  3. ინტერნეტ მაღაზიაში შესყიდვების განხორციელების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე www.pharmakinesis.ge, რეგისტრაციისას ღილაკის – „ვეთანხმები“ დაჭერით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მომხმარებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს შეკვეთის ფასი და მიიღოს ეს პროდუქცია.
  4. თუ შეკვეთის განხორციელების შემდეგ მომსახურე კომპანიისთვის ცნობილი გახდება, რომ შეკვეთილი პროდუქციის მარაგი სრულად ამოწურულია და შეუძლებელია შეკვეთის შესრულება ამ შემთხვევაში აღნიშნული ეცნობება მომხმარებელეს,  შეკვეთა გაუქმდება და  სრულად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

 

2. ანგარიშსწორების პირობები

1. პროდუქციის ფასი მოცემულია ელ მაღაზიაში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ეროვნული ვალუტით.

2. გამყიდველი იტოვებს ფასის ცვლილების უფლებას. ფასის ცვლილება არ შეეხება იმ პროდუქციას, რომელზეც გამყიდველს ამ შეთანხმების მიხედვით უკვე მიღებული აქვს შეკვეთა.

3. ელ. მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საგადახდო ბარათის გამოყენებით.

4. ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის ფასის საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული Visa, და mastercard-ის სისტემების საგადახდო ბარათები. გადახდის საშუალებად არ შეიძლება მიღებული იქნას არაპერსონიფიცირებული და კომერციული (ბიზნეს, კორპორატიული) ტიპის ბარათები.

 5. გადახდის უსაფრთხოება დაცულია „Verified by Viza“ და “Mastercard Secure Code“ ტექნოლოგიების გამოყენებით.

 6. საგადახდო ბარათით ანგარიშსწორებისას, შეკვეთის ფასი შეკვეთის ფორმაში დაფიქსირებულ საგადახდო ბარათის ანგარიშზე დაიჯავშნება გამყიდველის სასარგებლოდ.

 7. შეკვეთის ფასის საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრა განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ პროდუქციის მიღების შემდეგ, მის მიერ ხელმოწერილი კომერციული ინვოისის საფუძველზე.

 

3.  შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები

1. მომსახურე კომპანიის საკურიერო მომსახურების ქალაქები, მიწოდების ვადები და ფასები მოცემულია  დანართ №1-ში.

2. შეკვეთის განთავსების შემდგომ მომსახურე კომპანიის კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს ელ მაღაზიის ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და აცნობებს პროდუქციის მიწოდების კონკრეტულ დროს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დანართში დადგენილ ვადებს. მომხმარებელი ვალდებულია უშუალოდ დახვდეს შეთანხმებულ დროს მომსახურე კომპანიის კურიერს მისამართზე და წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

3. მომსახურე კომპანიის კურიერი ვალდებულია შეკვეთილი პროდუქცია მიაწოდოს იმ პირ(ებ)ს, რომლებსაც მომხმარებელი შეკვეთის განაცხადში ან მომსახურე კომპანიასთან ზეპირი ფორმით დააფიქსირებს პროდუქციის მიმღებ პირ(ებ)ად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროდუქციის მიღებაზე უფლებამოსილი პირებზე სრულად ვრცელდება პროდუქციის მიღების წესები.

4. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ ელ მაღაზიის ვებ–გვერდზე პროდუქციის შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.

5. თუ შეუძლებელია პროდუქციის დროულად მიწოდება, კურიერი  ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს მომხმარებელს.

6. თუ მომხმარებელმა, პროდუქციის მიტანა მოითხოვა არა შეკვეთაში მითითებულ, არამედ სხვა მისამართზე, კურიერი ვალდებულია მომსახურე კომპანიის   თანხმობით პროდუქცია მიიტანოს მომხმარებელთან შეთანხმებულ სხვა მისამართზე იმავე ქალაქში დადგენილი ტარიფის შეხედვით.

7. მომხმარებელი ვალდებულია, კურიერის თანდასწრებით გახსნას  პროდუქციის კოლოფი, განახორციელოს ვიზუალური დათვალიერება, ვარგისიანობის ვადის შემოწმება და პროდუქციის სრულად შემოწმების შემდეგ ხელი მოაწეროს კომერციულ ინვოისს.

8.თუ მომხმარებელი პროდუქციას ჩაიბარებს შემოწმების/დათვალიერების გარეშე და არ წამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების/ნაკლის შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მომხმარებელმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით.

9. მომხმარებლის მიერ კომერციულ ინვოისზე ხელმოწერის შემდეგ მისი პრეტენზიები აღარ მიიღება.

10.მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შეცვლა ახლით თუ პროდუქცია დაზიანებულია ან/და გასული აქვს ვარგისიანობის ვადა, სხვა შემთხვევაში კურიერის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

11. თუ შეუძლებელია პროდუქციის შეცვლა ამ შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მომხმარებლის საგადახდო ბარათის ანგარიშზე დაჯავშნილი ან მის მიერ გადმორიცხული თანხიდან, იმავე ანგარიშზე რომელი ანგარიშიდანაც განხორციელდა პროდუქციის ღირებულების გადახდა არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. სხვა ვალდებულება მომსახურე კომპანიას ან გამყიდველს არ დაეკისრება.

12. პროდუქციის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გამო  არ მიღების შემთხვევაში მომსახურე კომპანია თავად შეამოწმებს დაბრუნებულ პროდუქციას არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში და თუ აღმოჩნდა რომ პროდუქციას რომლის დაბრუნება განხორციელდა არ აქვს რაიმე სახის ნაკლი ამ შემთხვევაში ტრანსპორტირებისა და პროდუქციის ღირებულება მომხმარებელს უკან არ უბუნდება. პროდუქციის დეფექტურობის შემოწმებაზე მომსახურე კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონულად ან ფოსტის საშუალებით გონივრულ ვადაში ეცნობება მომხმარებელს.

13. თუ მომხმარებლის მიზეზით დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება პროდუქციის ჩაბარება, (მათ შორის მისამართზე არ დახვედრისა და პროდუქციის მიუღებლობის შემთხვევაში) ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადისა უშუალოდ მომსახურე კომპანიის მისამართზე ჩაიბაროს შეკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომსახურე კომპანია აუქმებს მიღებულ შეკვეთას და მომხმარებელს უბრუნებს პროდუქციის ღირებულების 50% საგადახდო ბარათზე დაჯავშნილი ან მის მიერ გადმორიცხული თანხიდან, ხოლო 50% იტოვებს საჯარიმო პირგასამტეხლოს სახით.

14. თუ პროდუქციის ადგილზე მიტანა არ მოხდა მომსახურე კომპანიის კურიერის მიერ დადგენილ ვადაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მომსახურე კომპანიას. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის მიტანის დაგვიანების შემთხვევაში მოითხოვოს არსებული შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება. სხვა ვალდებულება მომსახურე კომპანიას ან გამყიდველს არ დაეკისრება.

15. პროდუქცია არ გაიცემა თუ კურიერის მიერ შესაბამის მისამართზე შემკეთის ან პროდუქციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიკაცია არ ხორციელდება.  კერძოდ პირადობის მოწმობის რეკვიზიტები არ დაემთხვევა შემკვეთის ან უფლებამოსილი პირის კურიერის ხელთ არსებულ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში პროდუქცია გაიცემა თუ მომხმარებელი გაივლის კომპანიის შიდა ინდენტიფიკაციის პროცედურას.

16. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნება ან მის საბარათე ანგარიშზე დაჯავშნილი თანხიდან ბლოკის მოხსნა ხორციელდება შეკვეთის გაუქმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

4. მხარეთა ვალდებულებები

 1. ამ შეთანხმების შესაბამისად გამყიდველი მომსახურე კომპანიის მეშვეობით ვალდებულია:

ა) წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გადასცეს მომხმარებელს უნაკლო პროდუქცია;

ბ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შეკვეთის ფასის დაბრუნება;

2. ამ შეთანხმების შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია

ა)არ გასცეს მესამე პირებზე მომხმარებლის მიერ ელ მაღაზიის ვებ-გვერდზე პირად პროფაილში შეყვანილი ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ ინფორმაციისა, რომელიც აუცილებელია მომსახურე კომპანიისთვის მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე პროდუქციის მიტანის, მისამართზე მომხმარებლის ან პროდუქციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებისა და ჩაბარებისათვის;

ბ)გადასცეს მომსახურე კომპანიას /ხელმისაწვდომი გახადოს მომსახურე კომპანიისთვის პროდუქციის მიწოდების, გაყიდვების ხელშეწყობის, საინფორმაციო და გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით  მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე შესაბამის ველებში შეყვანილი ინფორმაცია კერძოდ: სახელი გვარი,პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი.

 3. ამ შეთანხმების შესაბამისად მომხმარებელი ვალდებულია:

ა)სრულად გადაიხადოს შეკვეთილი პროდუქციის და მისი მიწოდების ღირებულება.

ბ)სრულად და კორექტულად შეავსოს ვებ გვერდზე რეგისტრაციისას შესაბამისი ველები და პროდუქციის მისაღებად წარმოადგინოს ნამდვილი დოკუმენტები (პირადობის ან ბინადრობის მოწმობა, პასპორტი). არასწორი მონაცემების მითითებით და/ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენით გამოწვეულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს;

გ)მისი მიზეზით ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში აანაზღაუროს პროდუქციის ადგილზე მიტანის,  ხარჯები;

დ)არ განახორციელოს ელ მაღაზიის ვებ-გვერდის დაზიანება ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს ელ მაღაზიის ვებ-გვერდს ან მასთან დაკავშირებულ მესამე მხარეს;

ე)პროდუქციის არ მიწოდების, დაგვიანებით მიწოდების ან სხვა რაიმე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომსახურე კომპანიას: ტელ:: (+995) 555 88 22 11; ელექტრონული ფოსტა: info@pharmakinesis.ge

ვ) შეკვეთების განსახორციელებლად იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი.

ზ) დაიცვას ვებ გვერდის პირადი პროფაილის უსაფრთხოება, იზრუნოს რომ არ დატოვოს პროფაილი გასნილ მდგომარეობაში , არ გახადოს პროფაილში შესასვლელი პაროლი საჯარო, არ გადასცეს იგი სხვა მესამე პირებს, პერიოდულად შეცვალოს პაროლი უსაფრთხოების მაღალი ხარისხით დაცვის უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველი ან მომსახურე კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიმართ დამდგარ  ნებისმიერ  უარყოფით შედეგებზე.

4.მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს ელ მაღაზიის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენას, აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი.

5.გამყიდველი უფლებამოსილია ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულების ტექტში ცვლილებების (დამატებების) განხორციელებამდე 10 კალენდარული დღით ადრე ელ მაღაზიის ვებ გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით. თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე მომხმარებელი არ შეატყობინებს გამყიდველს რომ არ ეთანხმება ცვლილებას ამ შემთხვევაში ცვლილება დამატება ჩაითვლება მომხმარებელთან შეთანხმებულად და ცვლილების ვებ გვერდზე განთავსების მე-11 დღიდან ცვილებები ავტომატურად შედის ძალაში. გამყიდველი/მომსახურე კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელთა მოხერხებულობისთვის/ადვილად აღსაქმელად, პერიოდულად ცვლილებების შესაბამსად განაახლოს წინამდებარე პირობების/ხელშეკრულების ტექსტი. ამასთანავე თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებებს უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მომსახურე კომპანიის მისამართზე გამოცხადებითა და  რეგისტრირებული პროფაილის გაუქმების გზით.

6. ცვლილებების შესახებ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ გავრცელდება შემდეგი ერთ ერთი ან ერთდროულად ქვემოთ მოცემული რამდენიმე ცვლილებების  შემთხვევაში:

ა. თუ შეიცვალა საკურიერო მომსახურების ვადა, ფასები;

ბ. თუ შეიცვალა ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის ასორტიმეტი ან/და ფასები;

გ. თუ შეიცვალა საკურიერო მომსახურების ქალაქები, დაემატა ან გაუქმდა ზოგიერთ ქალაქში პროდუქციის მიწოდება;

დ. თუ შეიცვალა მომხმარებლებისათვის პროდუქციის მიწოდების ვადები.

ე. თუ შეიცვალა ან გაუქმდა წახლისების, ლოიალობის, ფასდაკლების სისტემები.

7. მე-6 პუნქტში მოცემული ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლად.

5. წახალისების სისტემები, ფასდაკლებები

1. მომხმარებელთა წახალისებისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით გამყიდველი მომსახურე კომპანიის მეშვეობით უფლებამოსილია მომხმარებლებისათვის შეიმუშავოს და დანერგოს სხვადახვა სახის ლოიალობის პროგრამები;

2.მომხმარებელი ყოველ მეორე შეკვეთაზე  მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. ფასადკლებები განხორციელდება მომსახურე კომპანიის მიერ პერიოდულად დადგენილი სხვადასხვა სქემებით.

6.  მომხმარებელთა მონაცემების გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი და სხვა პირობები

1. მომხმარებელი  თანხმობას აცხადებს  და უფლებას ანიჭებს გამყიდველს მასზედ  რომ  ელ მაღაზიით სარგებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიწოდებისა და პიარ მარკეტინგული მიზნებისათვის განახორციელოს მომხმარებლის მიერ გამყიდველისათვის  მიწოდებული / რეგისტრირებული, პერსონალური  მონაცემების კერძოდ: სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის, მობილური ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტის, ფაქტობრივი მისამართის, ასევე მომხმარებელთა სეგმეტირებული/გაფილტრული მონაცემების : ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, ელ მაღაზიაში განხორციელებული შესყიდვებისას დახარჯული თანხის, ელ მაღაზიაში ნებისმიერ გარკვეულ პერიოდში განხორციელებული შესყიდვების რაოდენობის დამუშავება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. გამყიდველის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ გვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა, ამასთანავე  ე.წ. “cookies” გამოყენება და მისი ანალიზი), ან/და  მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების  (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას;

2. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მასზედ რომ გამყიდველმა მისი რეგისტრირებული პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი, ბინის ტელეფონი, ელ ფოსტა ხელმისაწვდომი გახადოს მომსახურე კომპანიისათვის, კერძოდ  შპს „ფარმაკინეზისისთვის“, საიდენტიფიკაციო კოდით (ს.კ.405181896) შეკვეთის დადასტურების, პროდუქციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირების, მომხმარებლების მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების, მომხმარებლებისთვის პროდუქციის გადაცემის, გაყიდვებთან დაკავშირებით საინფორმაციო-სარეკლამო,მარკეტინგული მომსახურების გაწევისა და გაყიდვების ფარგლებში სხვა ორგანიზაციულ ტექნიკური სამუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.

3.თუ საჭიროებიდან გამომდინარე მომსახურე კომპანიამ დაიქირავა გადამზიდავი/საფოსტო კომპანია პროდუქციის მომხამრებელებისათვის მიწდების უქრუნველსაყოფად ამ შემთხვევაში მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მომსახურე კომპანიამ შესაბამის გადამზიდავ/საფოსტო კომპანიას გადასცეს პროდუქციის შემკვეთი მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი შემდგომში პროდუქციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირების, პროდუქციის ტრანსპორტირებისა და მომხმარებლებისათვის პროდუქციის ჩაბარების მიზნებისათვის.

4.სარეკლამო-მარკეტინგული, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, გამყიდველი იტოვებს უფლებას მომხმარებელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/მომხმარებელთა გარკვეული სეგმენტი  (მათ შორის პერსონალური მონაცემები), გაყიდვების ფარგლებში  ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს მომსახურე კომპანიას (შპს ფარმაკინეზისი), რაზეც მომხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულების დადებით უპირობოდ აცხადებს თანხმობას;

5.მომხმარებელთა სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული პირდაპირი მარკეტინგის (ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება)  განსახორციელებლად მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებას ანიჭებს გამყიდველსა და მომსახურე კომპანიას განახორციელოს მისი მონაცემების სეგმენტაცია/მონაცემების გაფილტვრა ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, ელ მაღაზიაში დახარჯული თანხის, გარკვეულ პერიოდში შესყიდვების რაოდენობის ან/და კომპანიის მიერ სხვა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მონაცემ(ებ)ის მიხედვით.

ამასთანავე, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და  გამყიდველსა და მომსახურე კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს  მოკლე ტექსტური (სმს), ხმოვანი ან/და სხვა სახის ელ ფორმატით/საშუალებით სარეკლამო/მარკეტინგული შეტყობინებების, შეთავაზებების განსაზღვრული პერიოდულობით დაგზავნა როგორც სეგმენტირებული ასევე არასეგმენტირებული მომხმარებელებისათვის ვებ გვერდზე რეგისტრაციისას  დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელ ფოსტაზე  გამყიდველის ან/და მომსახურე კომპანიის ინტერესებისთვის, მანამ სანამ  მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება.

6. გამყიდველი ან/და მომსახურე კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის გაცხადებისას შესაბამისი სმს  ტექსტის არასწორედ ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორედ მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე.

7. გამყიდველი მომსახურე კომპანიის მეშვეობით მიმართავს ტექნიკურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ღონისძიებებს რათა უზრუნველყოს მომხმარებლის რეგისტრირებული პერსონალური მონაცემების, ინტერესთა სფეროების და მომხმარებელთან დაკავშირებული სხვა მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა უნებართვო ან შემთხვევითი წვდომისგან, 

7. ფორს-მაჟორი

1. წინამდებარე შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორს-მაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია. აღნიშნულის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ფარმაცევტული კომპანია შპს „ფარმაკინეზისი“ უზრუნველყოფს ვებ-გვერდის www.pharmakinesis.ge მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით დაცვას.

 

მონაცემების შენახვა და გამოყენება

ვებ-გვერდის მომხმარებელთა მიერ დარეგისტრირებულ პროფაილში მოცემული პერსონალური მონაცემები   გროვდება და ინახება ვებსერვერზე მანამ სანამ მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება მის მიერ რეგისტრირებული პროფაილის გაუქმება. პროფაილის გაუქმებისთანავე სრულად იშლება /უქმდება მომხმარებლის ყველა სახის მონაცემი. პროფაილში მოცემული მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება  ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის მომხმარებელთან დადებული  შეთანხმების (შემდგომში შეთანხმება)  ფარგლებში. ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს გარდა შეთანხმებითა და კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

ამასთანავე ვებ-გვერდზე ან/და პირად პროფაილზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება ვებ-გვერდზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი და დათვალიერებული რესურსის მისამართი. უშუალოდ ვებ-გვერდის არარეგისტრირებულ მომხმარებელთა მონაცემების აქტივობის შენახვა და ანალიტიკის წარმოება ხორციელდება GOOGLE ANALYTICS მეშვეობით,  მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის, ასევე, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და  ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს.

„ანალიტიკური სერვისი“ (Google Analytics)

ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების  მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და  ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვებ-გვერდზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.

„მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და  ვებ-გვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი. 

ტრენინგზე რეგისტრაცია

ჩვენს საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს შპს ფარმაკინეზისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე. ამ მიზნისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით ხორციელდება მომხმარებლის სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომერის შეგროვება. აღნიშნული მონაცემები შპს ფარმაკინეზისის მიერ ინახება კომპანიის სერვერზე 12 თვის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ ინფორმაცია იშლება. 

ონლაინ სერვისი - „შეკითხვა ექიმს“

ჩვენს საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეკითხვა დაუსვას ექიმს ვებ გვერდზე  მითითებულ ელ ფოსტაზე შეკითხვის გაგზავნის გზით. ამ მიზნისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით ხორციელდება მომხარებლის სახელის,, ელექტრონული ფოსტისა და წერილის შინაარსის შეგროვება და გადაზგავნა კონკრეტულ ექიმთან. უშუალოდ ელ ფოსტის შენაარსი ცნობილი ხდება მხოლოდ ექიმისათვის ვისაც გაეგზავნა შეკითხვა, შეკითხვა იშლება პასუხის გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის არ ხორციელდება.

 

სხვა ვებ-გვერდები

შპს ფარმაკინეზისის  ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებ-გვერდების  შესახებ. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებ-გვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებ-გვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

დანართი №1

საკურიერო მომსახურების  ქალაქები, პროდუქციის მიწოდების ვადები და  ფასები

 

ქალაქი

 

 

მიწოდების ვადა

პროდუქციის მიწოდების /ტრანსპორტირების ტარიფი

 

თბილისი

შეკვეთის განთავსების  მეორე დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღე * /**

უფასო*

 

 

*თბილისის მასშტაბით ერთი და იმავე შეკვეთის ფარგლებში მეორეჯერ განხორციელებული საკურიერო მომსახურების ფასი შეადგენს 3 (სამი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით;

 

*/** თუ კურიერის მიერ მომხმარებელთან მინიმუმ 3 ჯერ დაკავშირებისას უარია მისამართზე დახვედრაზე, ამ შემთხვევაში მიწოდების ვადა გადაიწევს პროდუქციის დაქმულ დროს გადაცემამდე და ასეთ შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ფასია  3 (სამი) ლარი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით.

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი

Pharmaceris A სახისა და თვალის გამწმენდი ქაფი